ქველმოქმედება

 

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლება, არამედ ბრიტანული კულტურის გაცნობა საქართველოში და ქართული კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში. იმისთვის, რომ ავამაღლოთ ბრიტანული კულტურის ცნობადობა, ბრიტანული კუთხე აღნიშნავს ბრიტანულ დღესასწაულებს, შექსპირის დაბადების დღეს, რობერტ ბერნსის საღამოს, დედოფლის დაბადების დღეს, ჰელოუინის დღესასწაულს, ხსოვნის დღეს, შობას და ა.შ.

BC აგრეთვე ახორციელებს  საქველმოქმედო მოღვაწეობას.

ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანული კუთხე სპონსორობას უწევს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა შვილებს. ჩვენ მათ უსასყიდლოდ ვუტარებთ ინგლისური ენის გაკვეთილებს.

ბრიტანელი სპონსორის მხარდაჭერით ბრიტანული კუთხე 2018-2019 სასკოლო წლის განმავლობაში უფასოდ ამზადებს 100 სოციალურად დაუცველ აბიტურიენტს საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ინგლისურ ენაში.

ბრიტანული კუთხე ასევე ეხმარება ნიჭიერ მუსიკოსებს და მათ უფასოდ უტარებს ინგლისური ენის გაკვეთილებს. ვინაიდან, ჩვენ დარწმუნებული ვართ, მათ ინგლისური ძალიან გამოადგებათ მომავალი კარიერის განმავლობაში. მაგ. 14 წლის მარიამ ობოლაშვილმა, რომელიც 3 წელი ეუფლებოდა ინგლისურს ბრიტანულ კუთხეში, მოიპოვა ლონდონის საუკეთესო მუსიკალური სკოლის Yehudi Menuhin School of Music-ის  გრანტი. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მარიამის წარმატებებით.

 

მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

მარიამ ობოლაშვილი დედოფლის დაბადების დღეზე

ბრიტანეთის ელჩი ჯარისკაცის შვილებთან ერთად