რატომ უნდა აირჩიოთ ბრიტანული კუთხე?

 

ხარისხი. BC-ის ჰყავს მაღალკვალიფიურ პედაგოგთა ჯგუფი (ქართველი და უცხოელი პედაგოგები). ყველა მათგანი ფლობს CELTA ან DELTA სერტიფიკატს

ადგილმდებარეობა. BC მდებარეობს ვაკის პარკში და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკური რესურსით

მეგობრული გარემო

პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში

 

ისწავლეთ ინგლისური ბრიტანეთში!

 

Bournemouth  International College, ონლაინ გამოცდების წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს ETC-სგან (English Teaching Centre) გაერთიანებულ სამეფოში.

ჩვენი პარტნიორია ასევე Regent College ოქსფორდში. ჩვენ ვთავაზობთ საზაფხულო და ზამთრის კურსებს ოქსფორდში ხელმისაწვდომ ფასად. 

 

 

 

დაარსების დღიდან ბრიტანული კუთხე წარმატებულად ახორციელებს ინგლისური ენის სწავლების სხვადასხვა კურსს (Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate, Advanced), ისევე როგორც TOEFL, IELTS კურსებს.

ჩვენი მასწავლებელთა გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ქართველი და უცხოელი პედაგოგებისგან, რომლებსაც შეუძიათ ასევე შემოგთავაზონ მიზნობრივი ინგლისური ენის კურსები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთათვის. ჩვენ  ვიყენებთ  სწავლების სხვადასხვა მეთოდს და ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო, მეგობრული გარემო.

ასევე ვთავაზობთ სხვადასხვა აქტივობებს საკვირაო სკოლაში,რომელსაც  უცხოელი პედაგოგები ატარებენ. გვაქვს ზამთრისა და ზაფხულის სკოლები: ინტენსიური ინგლისური, სპექტაკლები, დისკუსიები, ექსკურსიები და ყოველივე ეს ინგლისურ ენაზე.

ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ ინგლისურ ენას, არამედ ვთავაზობთ კურსებს უცხოელებს რუსულ და ქართულ ენებში.

 

მიღწევები

ბრიტანული კუთხის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ  ვასწავლით ინგლისურს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტის - საქართველოს საზოგადოებრივ  საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს. ბრიტანულმა კუთხემ ასევე მოიგო ტენდერები და უწევს საგანმანათლებლო მომსახურებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორებიცაა გერმანული GIZ  და ამერიკული World Vision.

2017 წელს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება თბილისის მერიასთან და ჩავუტარეთ ინგლისურის გაკვეთილები 50 სტუდენტს, რომლებიც  მერიამ

დააფინანსა. ესენი იყვნენ ახალგაზრდა ლიდერები, სპორტსმენები და უნარშეზღუდული სტუდენტები.