ღონისძიებები

 

„ბრიტანული კუთხის“ გახსნა

„ბრიტანული კუთხე“ გაიხსნა 2015 წლის 27 თებერვალს.

BC -ის მხარდამჭერია ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი და ბრიტანეთის საელჩო.გახსნის ცერემონიაზე წითელი ლენტი გაჭრეს ბრიტანული კუთხის დამფუძნებელმა, მარინა ციციშვილმა და ინგლისის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა. ეს არის ბრიტანულ-ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც არა მარტო ინგლისური ენის შესწავლას ემსახურება, არამედ ცდილობს აზიაროს ქართული საზოგადოება ბრიტანულ კულტურასა და მის ტრადიციებს.

 

 

 

Taste Britain “დააგემოვნე ბრიტანეთი“ ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის (ლონდონი)და ბრიტანული საელჩოს ორგანიზებით, British Corner-ში გაიმართა ღონისძიება Taste Britain, რომელზეც ქართულ საზოგადოებას საშუალება მიეცა დაეგემოვნებინა ბრიტანული დელიკატესები. ჩამოსული იყო დელეგაცია უელსიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა უელსის პარლამენტის თავმჯდომარე, დეიმ როზმარი ბატლერი.საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა.

 

 

 

Remembrance Day. ხსოვნის დღე ყოველ წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 11 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში აღინიშნება ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის დღე. ამ დღის აღსანიშნავი სიმბოლოა წითელი ყაყაჩო. ხსოვნის დღეს ბრიტანულ კუთხემ მოიწვია საპატიო სტუმარი ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშე, დავიდ ეთელი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა პრეზენტაცია ამ თემაზე და ილაპარაკა ხსოვნის დღის უდიდეს მნიშვნელობაზე. 

                                                            

კონკურსი საჯარო მეტყველებაში კონკურსს ბრიტანულ კუთხეში ატარებს. ამ კონკურსში მსოფლიო მასშტაბით 600 000 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. საუკეთესო ორატორები ლონდონში მიემგზავრებიან ფინალში მონაწილეობის მისაღებად. ტრადიციულად ჟიურის თავჯდომარე არის დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. ამ კონკურსის სპონსორია საქართველოს ბანკი. 

 

“Salamanca Band and Bugles of the Rifles” 2016 და 2017 წელს ბრიტანულ კუთხეში კონცერტი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულმა სასულე ორკესტრმა Salamanca Band-მა გამართა. ამ კონცერტით გაიხსნა 2016 წლის სასკოლო წელი. ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო.



 

Halloween.ჰალოვინი ყოველ წელს ბრიტანული კუთხე აღნიშნავს ჰალოვინის დღესასწაულს რომელიც ჩვეულებრივ კოსტუმების კონკურსით მთავრდება. კონკურსის ჯიურის წევრები იყვნენ: ჯასტინ მაკენზი სმიტი, ბრიტანეთის ელჩი, დავიდ ეტელი, სამხედრო ატაშე და ანა დოლიძე, იუსტიციის საბჭოს წევრი. ამ კონკურსმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

 

Nativity Show. საშობაო წარმოდგენა ბრიტანული კუთხის 53 მოსწავლემ, 6დან 14 წლამდე , მიიღეს მონაწილეობა საშობაო წარმოდგენაში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „რაც მე დღეს აქ ვნახე შესანიშნავია. ეს საოცარი ბავშვები, რომლებიც ასე კარგად ფლობენ ენას და ასე ასრულებენ ინგლისურ სიმღერებს. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მომეცით ამის ნახვის შესაძლებლობა“- თქვა ნიკ ვილკესმა, ბრიტანეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ(2013-2016). ამ წარმოდგენაში, სხვა ბავშვებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილები, რომლებიც უკვე მეოთხე წელია რაც, ბრიტანულ კუთხეში ეუფლებიან ინგლისურ ენას. მათ სპონსორობას უწევს ბრიტანეთის საელჩო და ბრიტანეთის კუთხე.

 

დედოფლის დაბადების დღე ყოველ წელს ESU-Georgia მისი მფარველის, ინგლისის დედოფლის დაბადების დღეს ბრიტანულ კუთხეში აღნიშნავს.

 

British Corner-ის დაბადების დღე 27 თებერვალს ბრიტანული კუთხე დაბადების დღეს აღნიშნავს. საღამოზე მოწვეულ სტუმრებს უჩვენეს ფილმი British Corner-ის და ESU-ს მოღვაწეობაზე. ახალგაზრდა მუსიკოსებმა, რომლებსაც BC ასპონსორებს, საკონცერტო ნომრები შეასრულეს. საღამოს ბოლოს ბრიტანეთის კუთხის დამფუძნებელმა, მარინა ციციშვილმა 3 საუკეთესო მოსწავლეს უფასო სწავლის ვაუჩერები გადასცა.