ჩვენი პარტნიორები:

 

 

 

"ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირი" - ESU (English Speaking Union)

"ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კავშირი" არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 64 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ორგანიზაციის მიზანია ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით. ორგანიზაციის მფარველია დედოფალი ელისაბედ II, ხოლო პრეზიდენტია - პრინცესა ანა.

 

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

ბრიტანეთის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს "ბრიტანულ კუთხესთან". ერთ-ერთი ერთობლივი პროექტია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა შვილების სწავლების დაფინანსება. ამ პროექტს ორგანიზებას უწევს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.

ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად, "ბრიტანულმა კუთხემ" შემდეგი ღონისძიებები ჩაატარა:

"Taste Britain" - "დააგემოვნე ბრიტანეთი"; "Remembrance Day" - "ხსოვნის დღე"; Nativity Show - საშობაო წარმოდგენა; Salamanca Band and Bugles of the Rifles, დიდი ბრიტანეთის სასულე ორკესტრის კონცერტი, 2016-17 წლებში.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის თაოსნობით, „ბრიტანულ კუთხეში“ აღინიშნა NATO-ს დაბადების დღე და გაიხსნა მშვიდობის ბაღი.

 

 

საქართველოს ბანკი და British Petroleum (BP)

საქართველოს ბანკი და British Petroleum-ი აფინანსებს კონკურსს საჯარო მეტყველებაში, რომლის გამარჯვებულიც ლონდონში მიემგზავრება ESU-ს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA (Georgian Institute of Public Affairs)

უკვე მესამე წელია GIPA-ს სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ინგლისურ ენას „ბრიტანულ კუთხეში“ ინგლისელ მასწავლებლებთან ეუფლებიან.

"ბორნმუთის საერთაშორისო კოლეჯი" - ETC Bournemouth College, UK

ბორნმუთის საერთაშორისო კოლეჯი, ონლაინ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ჩვენს სტუდენტებს "ბორმუთის საერთაშორისო კოლეჯის" სერტიფიკატს გადასცემს და სთავაზობს სწავლებას შეღავათიან ფასად.

"რიჯენთ კოლეჯი" - Regent Oxford, UK

რიჯენთ კოლეჯი სთავაზობს ჩვენს სტუდენტებს ინგლისურის ენის სწავლებას ზოგადი ინგლისურის კურსებზე და საზაფხულო სკოლაში შეღავათიან ფასად.